„თუკი დავაკვირდებით ამ პროცესს, ოპონენტები გვთავაზობენ ემოციებს, ჩვენ ვთავაზობთ არგუმენტებს. ისინი გვთავაზობენ ნარატივს, ჩვენ ვთავაზობთ ფაქტებს. ამ ფაქტებით შიშვლდება ის რიცხვები, რაზეც ისინი საუბრობდნენ. ყველაფერი იყო გაბუქებული და საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ ამას არანაირი საფუძველი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციის ქმედებებში რაიმე ლოგიკა და არგუმენტი არ ჩანს. მთელი ეს მიდგომა აწყობილია იმაზე, რომ შეთხზან გაყალბების ისტორია, დააჯერონ ეს ისტორია საკუთარი მომხრეების ნაწილს, რათა შემდეგ ამ ადამიანებმა აღარ დაუჯერონ ფაქტებს. თუკი დავაკვირდებით ამ პროცესს, ოპონენტები გვთავაზობენ ემოციებს, ჩვენ ვთავაზობთ არგუმენტებს. ისინი გვთავაზობენ ნარატივს, ჩვენ ვთავაზობთ ფაქტებს. ამ ფაქტებით შიშვლდება ის რიცხვები, რაზეც ისინი საუბრობდნენ. ყველაფერი იყო გაბუქებული და საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ ამას არანაირი საფუძველი არ ჰქონია. ამას ადასტურებს ისიც, რომ ახლა ისინი თავს ესხმიან ელჩებს, თითქოს დიპლომატები უშლიან მათ ხელს და რაღაცას უმალავენ მოსახლეობას. დიალოგი ეს ფორმატი დამყარებულია ფაქტებზე და ამ ფაქტებს წყალი არ გაუვა“, - განაცახდა პაპუაშვილმა.