„ჩვენ სამწუხარო რეალობას შევეჯახეთ, რომელიც, პრინციპში, ვიცოდით კიდეც; ბევრი პარტია, ასე თუ ისე, მაინც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აღმოჩნდა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ამ რეალობიდან ერთადერთი გამოსავალია - რომ თავად, დამოუკიდებლად გადადგან ნაბიჯი და თქვან, რომ არიან პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი რჩებიან სააკაშვილის ჩრდილში და სააკაშვილის დირექტივებით მოქმედი „ევროპული საქართველოს“ ჩრდილში“, - ეს განცხადება ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში გააკეთა.
„ამ პარტიებმა უნდა გადადგან ე.წ. „პოლიტიკური ვაჟკაცობის“ ნაბიჯი და გამოვიდნენ ამ ჩრდილიდან. რა ვალდებულება გააჩნიათ მათ სააკაშვილის მიმართ? სააკაშვილის, რომელიც არის ქვეყნის დამაქცეველი და რომლის მთავარი ამოცანაა რადიკალიზაცია და ის, რომ რამენაირად, რევოლუციის გზით, ხელისუფლებაში მოსვლა? თუ ეს ადამიანები დაამტკიცებენ, რომ დამოუკიდებელი მოთამაშეები არიან, ამის ერთადერთი გზა პარლამენტში შესვლაა. თუ მათ ისევ ეშინიათ იმის, რომ სააკაშვილმა, გვარამიამ, ბოკერიამ ე.წ. „მოღალატის იარლიყი“ არ მიაწებონ, ეს მათთვის სამარცხვინოა და საზიანო. შემდეგ არჩევნებზე ისინი დაკარგავენ იმ ხმებს, რაც მიიღეს“ - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.