„ხედავთ, რა დღე დადგა და სადამდე მივიდა საქმე? იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძეს საჯაროდ ათახსირებს – შენ ის კაცი არა ხარ, ატოცში რომ ჩაიხადე და რუსებს უკანალი მიუშვირეო?
ამას კი მართლა იაგონიაში ჩავარდნა და პოლიტიკური აღსასრულის მოახლოება ჰქვია“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ წერს.
„მართალია, ხვიჩიამ მოგვიანებით ფეისბუქ-პოსტი წაშალა და ჯაფარიძეს ბოდიშიც მოუხადა – ცხელ გულზე სისულელე დავწერეო, მაგრამ ბაგიდან ერთხელ გამოფრენილი სიტყვის ისევ უკან შეფრენის პრეცენდენტი სამყაროში არ არსებობს, ხოლო პატივცემულ ზიგმუნდ ფროიდსაც თუ შევაწუხებთ, ცხადი გახდება, რომ იაგომ სწორედ ის ამოაფრქვია, რაც ქვეცნობიერში უტრიალებდა.
ის კი არა, იაგო „გირჩის“ თეთრეულის გამოფენითაც დაიმუქრა – მოვყვები, მთელი ეს წლები რასაც ვიტანდი და როგორც ვიტანჯებოდი!
ასე რომ, თქვენ პორნოგრაფია და ეროტიკა მერე ნახეთ, თუ იაგომ პირი მართლა მოაღო და სულ წვრილად გადმოალაგა ყველაფერი, რაც იმ ვიბრატორებითა და მათრახებით გაწყობილ ბორდელში ხდებოდა, „გირჩმა“ საკუთარ ოფისში რომ მოაწყო“, - წერს ხუბუა.