logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი: კარგი იქნება თუ კონკრეტული მოღვაწეები მუხრუჭს ამოწევენ - ფეხების ბაკუნმა როგორც ჩანს შეყოლა იცის
- +

9 დეკემბერი. 2020. 02:39

 

 

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„„ძირს ბუშის” თანამედროვე ვარიაციები ძალიან დამაზიანებელი და სასოწარკვეთილია.

დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკა შეიძლება არ მოგვწონდეს, ან კონკრეტულ ბიუროკრატს ტაქტიკურად არ ვეთანხმებოდეთ, მაგრამ მაგრამ მათზე უკეთესი პარტნიორი ქართულ დემოკრატიას არ ყავს.

კარგი იქნება თუ ამას გაითვალისწინებენ კონკრეტული მოღვაწეები და მუხრუჭს ამოწევენ - ფეხების ბაკუნმა  და დრამამ როგორც ჩანს შეყოლა იცის“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

ინფორმაციისთვის, დღეს „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ, დიპლომატების მისამართით, ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა:

 

„აშშ ჩვენი კოლონია არასდროს ყოფილა. სასაცილო და სამარცხვინოა, ადამიანს ეგონოს, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტიკაში დიპლომატია გადამწყვეტია. ეს არის სამარცხვინო. დიპლომატია XIX საუკუნის პროდუქტია და XX საუკუნეში, საბჭოთა კავშირის დაშლით, მისი მწვერვალები დაპყრობილ იქნა. დიდი ძმის აღქმა გქონდეს ამერიკის ელჩის მიმართ, ეს უკვე შეურაცხმყოფელია საკუთრივ იმ სახელმწიფოსი, რომელზეც დღეს ვლაპარაკობთ.

ზუსტად ქალბატონი დეგნანი და ბატონი ჰარცელი არიან პასუხისმგებლები ამგვარი წინასაარჩევნო გარემოს გატარებისა და მათ შორის, შედეგებისთვის. იმიტომ იბრძვიან ახლა, რომ რამე გამოვიდეს, რადგან მათ შორის მათი უმოქმედობა არის ამ ყველაფრის წინაპირობა“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner