logo_geo
eng_logo
სოფელ არშაში სასმელი წყლის ქსელისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდა
- +

9 დეკემბერი. 2020. 19:18

 

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში სასმელი წყლის ქსელისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო წყალსადენის მაგისტრალი, წყაროს კაპტაჟები, სანიტარული ზონა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარს.

 

„წყალმომარაგების განახლებული სისტემით სოფელ არშაში მცხოვრები 150-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.

 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 110 821 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სს „თბილისი“ ახორციელებდა.

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება : რეაბილიტაცია უტარდება გზებს, უმჯობესდება წყალმომარაგება, ტურისტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner