„ყოველგვარი მიეთ-მოეთის გარეშე პირდაპირ ვიტყვი - ნაციონალური მოძრაობა თავისმა დესტაბილიზაციის გამოწვევაზე აწყობილმა უსისტემო, წამიერი ემოციების შექმნის აგრესიამ დაღუპა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.
„მათი შინაგანი ბუნება უსიყვარულოა. საყოველთაო სიძულვილზე, მხოლოდ და მხოლოდ მცირე მიზნის მიღწევაზე გათვლილი ძალადობითაა გაჟღენთილი და დაბალი ინტელექტისა და მწირი აზროვნების გამო ვერ გრძნობენ, რომ "სიყვარულის გარეშე ვერავის ვერ მოკლავ".
იმ ზიზღმა, რაც მათ ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი გამოიწვია გვარამიას თუნდაც გუშინდელი ის განცხადებები, რომლებმაც სააკაშვილის როყიო თავხედობით გამოწვეულ მყიფე მდგომარეობას საბოლოო ცელი გამოუსვა.
იმის იმედმა, რომ ოპოებს დააშინებდნენ რიტორიკით - "ხომ ხედავთ, ჩვენ დასავლეთისაც არ გვერიდება და თქვენ, 1%-იან მასხარებს რას გიზამთ", საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო და მათში "სპარტაკის სინდრომი" გააღვიძა და აჯანყების სურვილი გააჩინა.
მოძალადისგან გათავისუფლების სურვილი რომელსაც კობახიძის მართლაც ძლიერმა განცხადებამ ხორცშესხმის და რეალობაში განხორციელების გზა აჩვენა.
ეს ბოლო ფრაზა ცოტა პათეტიკურია, მაგრამ ნაცებს იმ უხსენებელივით დაემართათ, რომელიც საკუთარმა შხამმა მოკლა“, - წერს გაბრიჭიძე.