„ერთ მხარს რჩება ნათელი მხარე, რომელიც ზრუნავ ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაზე და წინსვლაზე და მეორე მხარეს რჩებიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ბნელი ძალა, ბოროტება, რომლებსაც არანაირი სურვილი არ აქვთ ქვეყანაში შემოიტანონ სიმშვიდე“, - განაცხადა თბილისის მერმა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები დამაზიანებელია ქვეყნისთვის.
“თუ დააკვირდებით ჩვენს თანმიმდევრულობას, არაერთი განცხადება იყო გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ მოდით, დავსხდეთ მივიღოთ გარკვეული შეთანხმებები, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა. არაერთი განცხადება იყო გაკეთებული ჩვენი მხრიდან ამაზე, თუმცა ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული დესტრუქცია, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, მცდელობა, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ და ვერ შედგეს. ბოლოდროინდელი განცხადებები ძალიან დამაზიანებელია ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და ნათელი არის ერთი რამ, რომ ერთ მხარს რჩება ნათელი მხარე, რომელიც ზრუნავ ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაზე და წინსვლაზე და მეორე მხარეს რჩებიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ბნელი ძალა, ბოროტება, რომლებსაც არანაირი სურვილი არ აქვთ ქვეყანაში შემოიტანონ სიმშვიდე და მოხდეს ქვეყნის განვითარება. ეს ყველაფერი გადაიზარდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ბულინგში, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დამაზიანებელია”, - განაცხადა კახა კალაძემ.