logo_geo
eng_logo
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს
- +

9 დეკემბერი. 2020. 21:15

 

 

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და მოკლული მასთან შეხვედრას აპირებდა.

 

ასევე ცნობილია, რომ გამომძიებლებმა რულოვსი ერთხელ ტელეფონით დაკითხეს, თუმცა, აღნიშნული სატელეფონო საუბრის შინაარსი სასამართლო პროცესზე არ გაუმჟღავნებიათ, ამიტომ საქართველოს ყოფილი პირველი ლედისა და ხანგოშვილის დაგეგმილი შეხვედრის მოტივი უცნობი რჩება.

 

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთს დასდო ბრალი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner