ევროპის წამლების სააგეეტოზე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სერტიფიცირებაზე მუშაობს, კიბერთავდასხმაგანხორციელდა.
„მედიკამენტური საშუალებების ევროპული სააგენტო კიბერთავდასხმის ობიექტი გახდა. სააგენტომ საჩქაროდ დაიწყო სრული გამოძიება სამართალდამაცვებთან მჭიდრო კავშირში“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ცნობილია, რომ 29 დეკემბერს სააგენტოში სხდომა გაიმართება იმის გადასაწყვეტად, არის თუ არა საკმარისი მონაცემები უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც Pfizer და BioNTech აწარმოებენ.