logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ახლა გამოჩნდება, ცალკეული პარტიები ისევ რჩებიან თუ არა საკაშვილის და ბოკერიას ეჟვანში შებმულები, მარიონეტების ფუნქციით!
- +

9 დეკემბერი. 2020. 21:52

 

 

„მიხეილ სააკაშვილის მიერ ორკესტრირებული მედია საშუალებების და პირველ რიგში „მთავარის“  მიერ, შუამავალ ელჩებზე ბოლო დღეებში დაწყებული ღია შეტევის ახალი ნიაღვარი, უკვე მიანიშნებს, რომ ნაცოპოზიციას, ევსაქებთან ერთად ყოველნაირი მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებში დაკარგული“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ექსპერტი აღნშნავს, რომ ოპოზიციის  ბოიკოტის „რევოლუციური პარტია“ უკვე დასრულებულია.

 

„პროცესების რადიკალური განვითარება, რომ დასავლეთისათვის მიუღებელია 7 დეკემბერს გამართულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეც გაცხადდა.

 ეს ისედაც ჩანდა, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს და აქტიორებს არჩევნების შედეგები ერთხელაც არ დაუყენებიათ კითხვის ქვეშ, და კიდევ ერთხელ თვალნათლივ გამოჩნდა,  ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესი პირის ჯოზეფ ბორელის მიერ საქართველოში არჩევნების შემდეგ არსებული სიტუაციის შეფასებისას, სადაც მან  იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო შეთავაზება ოპოზიციისადმი კარს გახსნიდა კომპრომისისთვის, ხოლო  საქართველოს პოლიტიკური კლასი უნდა ეთანხმდეს, რათა მიაღწიოს საერთო ეროვნულ კონსენსუს, ქვეყნის სტრატეგილ მიზნებთან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რომელიც მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის მიერ.

რაც მთავარია, მისივე თქმით საქართველოს წარმატება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისათვის არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.

ბოიკოტის ეს რევოლუციური პარტია, რაც მაქსიმალური რადიკალიზაციის და დესტაბილიზაციის სცენარზე იყო აგებული, ჩავთვალოთ უკვე დასრულებულია. მას არანაირი მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არა აქვს, ახლა საინტერესოა მარიონეტების თეატრი რა სახით იქნება წარმოდგენილი. ახლა გამოჩნდება ცალკეული პარტიები მზად არიან თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობის ასაღებად, თუ ისევ რჩებიან მიხეილ საკაშვილის და ბოკერიას ეჟვანში შებმულები, მარიონეტების ფუნქციით!“,  -წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner