„ვაქცინა უწყების მკაცრ მოთხოვნებს შეესაბამება“ - კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მიანიჭა.
„კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ Pfizer-სგან განცხადება 2020 წლის 9 ოქტომბერს მიიღო და მტკიცებულებების დამოუკიდებელი ანალიზის შემდეგ კანადის ჯანდაცვის სამინისტრო დასკვნამდე მივიდა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უწყების მკაცრ მოთხოვნებს შეესაბამება“, - აცხადებენ კანადის ჯანდაცვის სამინისტროში.