logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია ერთ წრეზე გვატარებდა ელჩებს და ჩვენ
- +

10 დეკემბერი. 2020. 00:31

 

 

„როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესი, ასეც და ისეც ამ პროცესს ეყოლება 2 წაგებულ მხარე: „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქარველო“, ანუ სააკაშვილი და ბოკერია“. მთავარი გამარჯვებული კი ჩვენი ქვეყანა იქნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„პირდაპირ გამოჩნდა, რომ ოპოზიციაში რადიკალურ ფრთას მაგიდის აყირავების მცდელობა ჰქონდა. ფაქტობრივად გარანტირებული იყო ის, რომ ხვალ ყოვლად უსაგნოდ უნდა შევკრებილიყავით. ანუ, რადიკალური ოპოზიცია ერთ წრეზე გვატარებდა ჩვენ და ელჩებს. ეს იყო მათი ამოცანა. შესაბამისად, აქ იყო საჭირო კორექტივის შეტანა და ჩვენ ამით ნულოვანიდან გავზარდეთ გარკვეულწილად შანსი იმისა, რომ ხვალ მოხდეს შეთანხმება პრინციპულ საკითხებ ან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამის რესურსი არსებობს და იმედია ხვალ მოხერხდება, თუ წინასწარ არ ააყირავენ მაგიდას. ამ შემთხვევაში იმედს ვიტოვებ, რომ მოხერხდება შეთანხმების მიღწევა. როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესი, ასეც და ისეც ამ პროცესს ეყოლება 2 წაგებულ მხარე: „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქარველო“, ანუ სააკაშვილი და ბოკერია“. მთავარი გამარჯვებული კი ჩვენი ქვეყანა იქნება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner