„რაუნდიდან რაუნდამდე ეს ადამიანები ფსიქოემოციურად იღუპებიან და თუ ეს მარაზმი გაგრძელდება, ადამიანურ ტრაგედიებს მივიღებთ“, – ამის შესახებ ფილოლოგმა, ვასილ მაღლაფერიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული პოლიტიკოსები განდიდების მანიამ შეიპყრო და უხარიათ, როცა მოლაპარაკებებზე დადიან და მათზე ლაპარაკობენ.
„შევიდა პირველი რაუნდი, მეორე, გამოვიდნენ და თქვეს, ჩვენ მაგათ არ დაველაპარაკებითო და შევიდა მესამე რაუნდი. ისინი ფიქრობენ, მე რა მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ, ყოველდღე ჩემზე ლაპარაკობენო. წარმოიდგინეთ, ეს მარაზმი რომ ასე გაგრძელებულიყო, რა იქნებოდა – ვთქვათ, არის 12 იანვარი და არის 49-ე რაუნდი, მერე არის თებერვალი და 61-ე რაუნდი, მერე მაისი, კიდევ რაღაც რაუნდი და ა.შ. თორმეტი კამერის წინ რომ აზრს მიცვენით ვეკითხებით და ვაფიქრებინებთ, რომ მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, ფაქტობრივად, ვღუპავთ ადამიანებს. ასე შეიძლება, ადამიანი გადარიო. ძალიან სასაცილოა, ჟურნალისტებს დაღლილი სახეებით რომ პასუხობენ, თან ნაგლობენ და იძახიან, დედას გეფიცებით, ვერაფერს გეტყვით, მარტო იმას გეტყვით, რომ ვერ გეტყვით, ფიცი მაქვს მიცემულიო. ერთ მშვენიერ დღეს, ამ ადამიანებს კამერებს მოაშორებენ და ისინი უბედურებაში მოხვდებიან“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.