საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სანამ ნაცსექტა და მისი რეაქტიული ფსიქოზით დაავადებული "კატიუშა" გვარამია ამერიკის ელჩს და აშშ ადმინისტრაციას რეაქტიულ ცეცხლს უხსნის და კოლონიზატორობაში ადანაშაულებს, აი, ასეთი ამბები ხდება:
აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი, რომელიც NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა. ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.
$4.3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს“, - წერს მძინარაშვილი.