logo_geo
eng_logo
როგორ გავუმკლავდეთ კორონავირუსს - ზვიად კირტავას რჩევები
- +

10 დეკემბერი. 2020. 02:54

 

 

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში  ეპიდსიტუაცია დღითიდღე მძიმდება. მთავრობამ ვირუსთან გამკლავების მიზნით რიგი შეზღუდვები დააწესა, თუმცა სპეციალისტები მოკლე პერიოდში ინფიცირების მკვეთრ კლებას არ პროგნოზირებენ.

გთავაზობთ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარის, შინაგან სნეულებათა პროფესორის ზვიად კირტავას რჩევებს, რომლებიც  კორონავირუსთან გამკლავებაში დაგეხმარებათ:

 

„ყველა იმ ადამიანთან საუბრისას, ვისაც კოვიდი ჰქონდა, მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია:

1)ოპტიმიზმი და 

2)უმარტივესი წესების დაცვა: სუნთქვითი ვარჯიშები (ბუშტების ბერვაც), მოძრაობა, მსუბუქი ვარჯიში, წყლის რეგულარულად და ბლომად მიღება (თუ თქვენი დაავადებების გამო ეს პრობლემას არ გიქმნით) - ლიმონიანი წყალი სჯობს, ოთახში ჰაერის განიავება, პოზიტიური ამბებით დატვირთვა და ნეგატივის დავიწყება!!  

ბოდიში მინდა მოვიხადო, რადგან რამდენჯერმე დავწერე, რომ შიში შეიქმს სიფრთხილესა მეთქი, და რომ სწორი იყო პაატა იმნაძე, რომ გვაშინებდა-თქო... - ამაში არასწორი და საბოდიოში არაფერია, მაგრამ ინფიცირებულთა დათრგუნვა არ ეგების. სიფრთხილე და წესების დაცვა ნამდვილად გვიცავს. ჩემს ათობით ნაცნობსა და ნათესავში, ვინც კოვიდი გადაიტანა, უმრავლეს შემთხვევაში ხერხდება იმის დადგენა, სად იყო დაშვებული შემცდომა, როდის მოადუნეს სიფხიზლე... თუმცა, რაც უფრო დრო გადის და რაც უფრო მეტია ირგვლივ ინფიცირებულები, ამის დადგენა სულ უფრო ძნელი გახდება. 

აგრამ ის, რასაც ვეუბნებით (და ვკიცხავთ) არაინფიცირებულ ადამიანს, რომელიც თავისი გაუფრთხილებლობით საკუთარ თავს, ახლობლებს და საზოგადოებას რისკის ქვეშ აყენებს, აღარ უნდა ვუთხრათ მაშინ, როცა იგი პაციენტი ხდება - მხოლოდ მხარდაჭერა, მხოლოდ გამხნევება, მხოლოდ სითბო! რადგან ამ დროს მან უკვე კარგად იცის თავისი შეცდომა და ახლა რაღას გამოასწორებ...  

მოუსმინეთ იმ მუსიკას, რაც გამხნევებთ, თავიდან ნახეთ ის კომედიები, რაც კარგ ხასიათზე გაყენებთ,  უყურეთ იუმორისტულ გადაცემებს ან  ფარულ კამერას, მაგალითად - Just for Laughs Gags -  , ესაუბრეთ ტელეფონით თქვენს ნათესავებს - ვინც არ გტვირთავთ... 

ნუ მოუსმენთ ახალ ამბებს, ნუ ჩაერთვებით პოლიტიკური თოქ-შოუების ორომტრიალსა და მათ რინგზე პოლიტიკოსთა "წესებგარეშე ბრძოლების" განხილვებში. საერთოდ გამორთეთ ის არხები, რომლებიც გაღიზიანებთ.  

თქვენ ახლა ვირუსი უნდა დაამარცხოთ! თქვენ დაამარცხებთ ვირუსს! უნდა შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი! ოპტიმიზმი თქვენი მთავარი დამხმარეა. 

აკონტროლეთ თქვენი მდგომარეობა, მაგრამ ნუ იქნებით ცუდის მოლოდინში. გქონდეთ კონტაქტი თქვენს ოჯახის ექიმთან, უბნის ექიმთან, (დარეკეთ 112-ზე, ან მონახეთ ვებ-გვერდზე - ამბულატორია.მოჰ.გოვ.გე) ან თუ მათ ვერ დაუკავშირდით - თქვენს ნაცნობ ან ნათესავ ექიმთან.  

თუ უეცრად დაკარგეთ ყნოსვა და გემოს შეგრძნება, ეს არაა საშიში - პირიქით, ამ სიმპტომის განვითარება შეიძლება კოვიდ-19-ის უფრო იოლ ფორმაზე მიუთითებდეს.  

დააკვირდით, გაქვთ თუ არა: - ქოშინი და მკერდში მოჭერის, შებოჭვის შეგრძნება, - ძლიერი ხველა  -ან თუ ძალიან ადვილად იღლებით წამოდგომისას.  - მნიშვნელოვანია მაღალი სიცხე (38.5 და მეტი), რომელიც ქვემოთ არ მოდის სიცხის დამწევის მიღების მიუხედავად,  - კუჭის აშლილობა,  - გონების დაბინდვა, ძილიანობა ან ძლიერი სისუსტე. 

ამ შემთხვევებში უნდა დაუკავშირდეთ 112-ს.    10 ინფიცირებულიდან საშუალოდ მხოლოდ 1-2-ს სჭირდება  სასწრაფო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია. ჩემი ახლობლების, ნაცნობების და ნათესავების 35-ზე მეტი შემთხვევიდან (ზუსტად ვერ დავთვალე) ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 4-ს. ბინაზე დარჩენილებიდან მნიშვნელოვანი გართულებები ჰქონდა 2-ს. 

იმ ადამიანებს შორის, რომელთაც გართულებები არ ჰქონიათ და იოლად გადაიტანეს, იყვნენ 77 წლის ქალი ქრონიკული დაავადებებით და 82 წლის კაცი, გულის და ფილტვის მძიმე ქრონიკული უკმარისობით. ასე რომ, ასაკი და ქრონიკული დაავადებები განაჩენი არაა!

ინფიცირების პერიოდში უნდა დაიცვათ თქვენი ახლობლები ინფიცირებისგან, ამიტომ მაქსიმალურად შეზღუდეთ მათთან კონტაქტი და ატარეთ პირბადე და ხელთათმანები. მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მონატრებული საჭმელიც თხოვეთ ახლობლებს. რაც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ, კარგია (სიგარეტის და მაგარი სასმელების გარდა

right_banner right_banner
არქივი
right_banner