„მთავარი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ეუბნება საზოგადოებას, უცხოელ პარტნიორებს, ოპოზიციას, რომ ჩვენ მზად ვართ მოვიწვიოთ პარლამენტში ოპოზიციონერები, ვუთხრათ მათ, რომ მათთან ერთად გავაკეთოთ ყველამ ერთად კომისია და თუ 1% იქნება ჩვენს სასარგებლოდ გადახრა, მოპარული იქნება ხმების რაღაც რაოდენობა, ან გაყალბება იქნება, ან ისეთი დარღვევა იქნება, რომელიც 1%-ით შეცვლის ჩვენს მონაცემს, ჩვენ მივდივართ რიგგარეშე არჩევნებზე“, - განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
„ეს უნდა დაადგინოს კომისიამ მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართულობით. მაგრამ არ უნდათ ეს, იცით რატომ? მთავარი აქ არის ის, რომ მათ ჩვენზე არანაკლებ კარგად იციან, რომ 1%-იანი ცდომილებაც იქ არ დაფიქსირებულა“,- აცხადებს მამუკა მდინარაძე.