logo_geo
eng_logo
კობა ამირხანაშვილი: 1993 წლიდან საქართველოში დიაბეტით ბავშვის გარდაცვალება არ გვქონია, ასეთ რამეს ევროპაშიც ვერ ნახავთ
- +

10 დეკემბერი. 2020. 02:59

 

 

„ჩვენ 1993 წლიდან საქართველოში დიაბეტით ბავშვის გარდაცვალება არ გვქონია. ასეთ რამეს ევროპაშიც ვერ ნახავ“, - განაცხადა დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციაციის პრეზიდენტმა კობა ამირხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.

 

„დიაბეტიანი ბავშვებისთვის მუშაობს ერთი პროგრამა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რასაც ჰქვია ინსულინით უზრუნველყოფა, ყველაზე მაღალი ხარისხის, ძალიან ძვირად ღირებული და ძალიან კარგი. მეორე პროგრამა - დიაბეტის მართვა, ამაში შედის მოზრდილების პროგრამა და ბავშვების პროგრამა.

 

ძალიან ეფექტურია ეს პროგრამები. მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ჯანდაცვის სამინსიტროს მიმართ. შეუფერხებლად ხდება პროგრამის დაფინანსება, ინსულინის შესყიდვა დიდებისა და პატარებისთვის, მკურნალობა, უშაქრო დიაბეტი, ბავშვების ამბულატორიული მკურნალობა, თვალის მონიტორინგი ძალიან მაღალ დონეზე, გლიკოზირებული, დიაბეტური განათლება, ფიზიკური რაებილიტაცია და ა.შ. თვალსაჩინოზე თვალსაჩინოა. ჩვენ 1993 წლიდან საქართველოში დიაბეტით ბავშვის გარდაცვალება არ გვქონია. ასეთ რამეს ევროპაშიც ვერ ნახავ და ამ მიღწევებით „დიაბეტიან ბავშვთა ასოციაცია“ გახდა ერთადერთი ბავშვთა ორგანიზაცია, რომელიც დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის წევრია. ეს არის ასოციაციის, სახელმწიფოს, ჩვენი ექიმებისა და მშობლების დამსახურება, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ, რომ ბავშვები კარგად იყვნენ“, - განაცხადა კობა ამირხანაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner