logo_geo
eng_logo
გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიცია მოქმედებს პრინციპით – ძალა ერთობაშია, ამ ერთობის საფუძვლად კი, საკუთარი წარსული ცოდვები და დანაშაულის განცდა უქცევიათ
- +

10 დეკემბერი. 2020. 19:19

 

 

„ძირითადი ფაქტორი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო დარაზმულ პოლიტიკურ ჯგუფებს აერთიანებს, კრავს და ერთ დესტრუქციულ დაჯგუფებად აქცევს – არის, ერთის მხრივ, საერთო ან ინდივიდუალური დანაშაულებრივი წარსული და მეორეს მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელების შიში ანუ სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის – სასჯელის გარდაუვალობის პრინციპის ამოქმედების პერსპექტივა, რაც მხოლოდ გამართულად ფუნქციონირებადი სახელმწიფოს პირობებშია შესაძლებელი“,-  საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ  ვრცელ ბლოგს  „ნიღაბჩამოხსნილი ოპოზიცია“ აქვეყნებს.

 

როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის მათთვის სასურველი შედეგი არა კონსოლიდირებული დემოკრატია, სახელმწიფოს წინსვლის და განვითარების თაობაზე ალტერნატიული იდეების გენერირება და მათი დანერგვისთვის ბრძოლაა, არამედ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლაა, რასაც ან ხელისუფლებაში მოსვლით სურთ, რომ მიაღწიონ ან მუდმივ პოლიტიკურ კრიზისსა და ქაოსში ამყოფონ სახელმწიფო, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ იფუნქციონირონ.

 

მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის მათთვის სასურველი შედეგი არა კონსოლიდირებული დემოკრატია, სახელმწიფოს წინსვლის და განვითარების თაობაზე ალტერნატიული იდეების გენერირება და მათი დანერგვისთვის ბრძოლაა, არამედ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლაა, რასაც ან ხელისუფლებაში მოსვლით სურთ, რომ მიაღწიონ ან მუდმივ პოლიტიკურ კრიზისსა და ქაოსში ამყოფონ სახელმწიფო, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ იფუნქციონირონ.

 

ნიკოლაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მოქმედებს პრინციპით – ძალა ერთობაშია, ამ ერთობის საფუძვლად კი საკუთარი წარსული ცოდვები და დანაშაულის განცდა უქცევიათ.

 

აქვე, საჯარო პოლიტიკის რამდენიმე პოლიტიკოსზე საუბრობს და როგორც თავად აცხადებს,  იმ  საგმირო საქმეებზე წერს, რასაც მათ კანონი ედავება და რის გამოც ისინი სააკაშვილის ყმებად დარჩნენ.

 

„ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით წარმართული მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც მიზნად ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობასა და დაახლოებას ისახავდა, დასასრულს უახლოვდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში წარმოქმნილმა პარტიებმა და მათმა სატელიტებმა კვლავ ბოიკოტის რეჟიმში გადაწყვიტეს დარჩენა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. გამონაკლისი – ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია აღმოჩნდა. ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შესვლაზე ელისაშვილის განაცხადმა ოპოზიციურ ველზე სერიოზული წყალგამყოფი გაავლო და მკაფიოდ გამოაჩინა, თუ ვინ ვის თამაშს თამაშობს ქართველი ხალხის ნებასთან შეურიგებელი ოპოზიციის ფლანგზე.

 

გარდა იმისა, რომ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენილმა პარტიებმა საკუთარი ამომრჩეველი სულ მცირე ორჯერ მოატყუეს, რასაც მოგვიანებით ავხსნით, ამავე დროს, გვიჩვენეს მოქმედების ალგორითმი, რაც სრული სიზუსტით ასახავს მათი გადაწყვეტილებების მოტივსა და საფუძველს. შეთანხმებული გადაწყვეტილებით პარტიებმა ისიც ნათლად აჩვენეს, რომ არავითარი თანასწორი და კოალიციური მთავრობისკენ ისინი არასოდეს მიისწრაფოდნენ. მათი მხარდაჭერა ცალსახად და სავალდებულოდ პირადად მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიისთვის იყო განკუთვნილი. ძირითადი ფაქტორი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო დარაზმულ პოლიტიკურ ჯგუფებს აერთიანებს, კრავს და ერთ დესტრუქციულ დაჯგუფებად აქცევს – არის, ერთის მხრივ, საერთო ან ინდივიდუალური დანაშაულებრივი წარსული და მეორეს მხრივ, მართლმსაჯულების განხორციელების შიში ანუ სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის – სასჯელის გარდაუვალობის პრინციპის ამოქმედების პერსპექტივა, რაც მხოლოდ გამართულად ფუნქციონირებადი სახელმწიფოს პირობებშია შესაძლებელი.

 

შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის მათთვის სასურველი შედეგი არა კონსოლიდირებული დემოკრატია, სახელმწიფოს წინსვლის და განვითარების თაობაზე ალტერნატიული იდეების გენერირება და მათი დანერგვისთვის ბრძოლაა, არამედ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლაა, რასაც ან ხელისუფლებაში მოსვლით სურთ, რომ მიაღწიონ ან მუდმივ პოლიტიკურ კრიზისსა და ქაოსში ამყოფონ სახელმწიფო, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ვერ იფუნქციონირონ. ისინი მოქმედებენ პრინციპით – ძალა ერთობაშია, ამ ერთობის საფუძვლად კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკუთარი წარსული ცოდვები და დანაშაულის განცდა უქცევიათ. მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის საფრთხე მათ მოკავშირეებად აქცევს და საერთო მომავლისთვის საბრძოლველად განაწყობს.

 

აღწერილი სურათის ყველაზე ნათელი ილუსტრაცია, ალბათ მაინც გვარამიასა და ოქრუაშვილის სტუდიური ჭიკჭიკია. ახალგაზრდებს ალბათ არ ახსოვთ, მაგრამ მინიმუმ ცამეტმეტწლიანი პოლიტიკური მეხსიერების მქონე დამკვირვებელი ადვილად დაინახავს შიშისა და უპრინციპობის მთელ სიღრმეს, რამაც ეს ორი ადამიანი 2020 წლის შემოდგომაზე მოკავშირეებად აქცია. თავდაცვის ექსმინისტრი ოქრუაშვილი ხომ სწორედ პროკურორმა გვარამიამ დაიჭირა 2007 წლის სექტემბრის ბოლოს.

 

გავყვეთ სიას და ჩამოვთვალოთ, ვინ არიან ეს ადამიანები და გავიხსენოთ ის საქმენი საგმირონი, რასაც მათ კანონი ედავება და რის გამოც ისინი სააკაშვილის ყმებად დარჩნენ.

 

ნიკანორ მელია, – რომლის წინააღმდეგაც გამოძიება 2019 წლის 21 ივნისს დაიწყო სსკ 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ბრალდება თბილისში 20 ივნისის ცნობილ მოვლენებს უკავშირდება, სადაც მოვლენათა ესკალაცია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებებს მოჰყვა, გამორჩეულად კი ნიკა მელიას გამოსვლებს, რომელმაც აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა. მომიტინგეთა ძალადობრივ ქმედებებს მოყოლილმა საპოლიციო ოპერაციამ არეულობა და ადამიანთა დაზიანება გამოიწვია. 2019 წლის 3 ოქტომბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მელიას საქმის არსებითი განხილვა, რომელიც ჯერ ისევ არ დასრულებულა. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე. მელიას მიერ სამაჯურის დემონსტრაციული მოხსნაც ხომ ერთგვარი ვიზუალიზაცია იყო მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევის დაუოკებელი წყურვილის და სწორედ ამ მიზნით პოლიტიკაში მისი აგრესიული ფორმით მონაწილეობისა.

 

  1. ნიკოლოზ გვარამია – ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამოძიების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის 20 ივლისს აღიძრა. იმავე წლის 9 აგვისტოს ნიკა გვარამიას ბრალი სს კოდექსის სამი მუხლით წარედგინა საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. დაახლოებით ერთ თვეში ბრალი დაზუსტდა და ბრალდებას დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და უკანონო ლეგალიზების ფაქტი დაემატა. გვარამიას ბრალდება დანაშაულის ჯგუფურად ჩადენაში ედავება და მისი მაქინაციის თანამონაწილეებად კიდევ ორი პირია პასუხისგებაში მიცემული. სისხლის სამართლის საქმე 2013–16 წლებში „რუსთავი 2-ის“ კომერციული რეკლამის შემოსავლების ეგრეთ წოდებული „გაყიდვების სახლის“ გავლით ფინანსურ მაქინაციაში მოქცევას ეხება.

 

2015 წლის 5 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის“ დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა ქიბარ ხალვაშმა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა კომპანიის უძრავი ქონებისა და წილების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ნიკა გვარამიამ რეკლამის გამყიდველი სახლებთან შეთანხმებით დაიწყო მათგან კომპანიის ფუნქციონირებისათვის მინიმალური შემოსავლის მიღება, ხოლო გაყიდული რეკლამის ღირებულების საგრძნობი ნაწილის გამყიდველ კომპანიებში ჩატოვება. თუკი 2014 წელს „ინტერმედიამ“ „რუსთავი 2-ის“ შემოსავლის რვა პროცენტი დაიტოვა გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2015 წელს იმავე დამფუძნებელთა „ინტერმედია პლიუსმა“ ახალი ხელშეკრულებით „რუსთავი 2-ის“ შემოსავლის უკვე 24 პროცენტი დაიტოვა. კომპანიაში დალექილი შემოსავლის ნაწილი ნიკა გვარამიას პირადი გადაწყვეტილებით მოხმარდა ვაკეში ორი პრესტიჟული ბინის შეძენას, თითოეული 120 კვადრატული მეტრის ფართით, რომელიც გაფორმდა „ინტერმედია პლიუსის“ სახელზე 2016 წლის სამ აგვისტოს.

 

სქემის მეორე ეტაპზე, გვარამიამ როგორც ფიზიკურმა პირმა, უკანა რიცხვით გააფორმა სესხის ფიქტიური ხელშეკრულება „ინტერმედია პლიუსთან“, რომელსაც თითქოს 510 ათასი ლარი ასესხა. „ინტერმედიაპლიუსს“ ნაყიდი ბინები საბოლოოდ 2016 წლის 20 დეკემბერს გადაეცა. 2017 წლის 21 მარტს კი „ინტერმედიაპლიუსის“ დირექტორმა ფიქტიური სესხის გაქვითვის სანაცვლოდ ორივე ბინა ნიკა გვარამიას საკუთრებაში გადასცა. უკანონოდ დაუფლებული ქონება გვარამიამ იმავე წლის ივლისსა და სექტემბერში გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, რითიც მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი, 600 ათას ლარზე მეტი, რომელიც კონვერტაციის შემდეგ ბანკის სხვადასხვა ანგარიშებზე შეიტანა.

 

მსგავსი სქემა აამოქმედა ნიკა გვარამიამ პირადი მოხმარებისთვის ძვირადღირებული ავტომანქანის „პორშე მაკანის“ დასაუფლებლად. პორშეს ცენტრში არჩეული ავტომანქანა საკუთარი ოჯახის განკარგულებაში მიიღო ხელშეკრულებით, რომელიც ბარტერის საფუძველზე გაფორმდა „თეგეტა მოტორსსა“ და „პროესკო მედიას“ შორის. მანქანა ამ უკანასკნელზე გაფორმდა, თუმცა, მას ნიკა გვარამია იყენებდა. „პროესკო მედია“ „რუსთავი 2-ის“ მომსახურე სარეკლამო სააგენტოა, რომელსაც ზემოთხსენებულმა „ინტერმედიამ“ იმავე „თეგეტა მოტორსის“ მიერ გამოცხადებული სარეკლამო ტენდერის მოსაგებად კონკურენტებთან შედარებით დაწეული ფასები მისცა. „პროესკო მედიამ“ ტენდერი მოიგო, ბარტერის პირობების შესრულება დაიწყო, რაც „რუსთავი 2-ის“ ეთერში „თეგეტას“ რეკლამის გაშვებას გულისხმობდა, რისთვისაც გააფორმა ხელშეკრულება ინტერმედიასთან, როგორც რეკლამის გამყიდველთან და ერთეულის ღირებულებად სტანდარტულზე ოთხჯერ ნაკლები მიუთითა.

 

ეს სქემა ნიკა გვარამიამ 2019 წლის თებერვალში დაიწყო და მას შემდეგ შეწყვიტა, რაც სასამართლოს განჩინებით 27 აგვისტოს შპს პროესკო მედიიდან პროკურატურამ დოკუმენტაცია ამოიღო. მანქანის კომპანიისთვის დაბრუნებით გვარამიამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა სცადა. საქმეზე სასამართლო განხილვა კვლავ მიმდინარეობს.

 

  1. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – სიძე-ცოლისძმა ოჯახშიც, ბიზნესშიც, დანაშაულშიც და პოლიტიკაშიც განუყრელი წყვილია. გამოძიება წყვილს 16 მილიონ 664 ათას აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებისთვის ბრალი ავთანდილ წერეთელსაც აქვს წარდგენილი. ამ უკანასკნელის კომპანიების გამოყენებით, „სამგორი ემი“ და „სამგორი თრეიდი“, რომელთაც „თიბისი ბანკში“ სესხის გენერალური ხელშეკრულებები გააჩნდათ, აღნიშნული თანხა გაიცა 6 თვიანი სასესხო ხელშეკრულებით და 15 პროცენტიანი სარგებლით. ავთანდილ წერეთლის კომპანიებზე თანხა რამდენიმე ნაწილად ჩაირიცხა 2008 წლის 21 აპრილიდან 7 მაისის შუალედში და და რამდენიმე საათში აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განკარგულებაში, კომპანიებიდან მათ პირად ანგარიშებზე გადარიცხვის გზით. ამ ოპერაციით ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ნახეს პირადი სარგებელი, ხოლო საფრთხის ქვეშ დააყენეს ფინანსური კრიზისის წინაშე მდგომი ბანკი და მისი მეანაბრეები.

 

  1. რეგულაციების თანახმად ხაზარაძეს და ჯაფარიძეს არ ჰქონდათ სესხისთვის საკუთარივე ბანკის სახსრების გამოყენების უფლება, ამიტომაც გამოიყენეს წერეთლის არხი თანხის მისაღებად, რაც მოგვიანებით ბანკმაც დაადასტურა და ჯარიმაც გადაიხადა. 2008 წლის 31 დეკემბერს, წერეთლის კომპანიებზე გაცემულ სესხებს თიბისი ბანკმა მიანიჭა უიმედოს კლასიფიკაცია და ჩამოწერა. ბანკმა სესხის უზრუნველყოფა არც თავმდებ პირებს მოთხოვა, არც ანგარიშებიდან ჩამოაჭრა თანხა და არც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულ 125 ქონებაზე წარმოშვა საკუთრების უფლება. მეტიც, მომდევნო სამი წლის განმავლობაში თიბისი ბანკმა წერეთლის კომპანიებზე გაცემული სესხისთვის დატვირთული ქონება ეტაპობრივად გაანთავისუფლა იპოთეკისგან. მეტიც, ბანკმა წერეთლის კომპანიებზე 2008 წლის დეკემბერსა და 2009 წლის თებერვალში დამატებით გასცა თითო-თითო მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სესხები. მოგვიანებით კი, 2012 წლის აგვისტოში, ბანკმა კომპანიები საერთოდ გაათავისუფლა სასესხო ვალდებულებისგან და ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე ჩაანაცვლა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით სახელად.

 

„მარტელო გრუპი“, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა და რომელიც, ასევე, კავშირშია თაღლითობაში მონაწილე პირებთან. ზუსტად ათი წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა. 2010 წლის 29 დეკემბერს ქუთაისში ბანკის რეგიონალური ფილიალის მშენებლობის მონახულებისას პრეზიდენტმა თქვა, რომ მსგავსი ორდენი იშვითად გაიცემა, თუმცა, ხაზარაძემ ეს დაიმსახურა. ავტორიტარი მმართველისთვის ეს დამსახურება მდგომარეობდა იმაში, რომ ხაზარაძის სტრუქტურები ორგანულად ჩაეწერა სააკაშვილის ტოტალური მმართველობის რგოლებში, სადაც პროკურატურის, სასამართლოს, სასჯელაღსრულების ყველა რგოლი სინქრონულად მოქმედებდა ადამიანის გასანადგურებელ რეპრესიულ აპარატად. ფინანსური ეგზეკუციის ბოლომდე მისაყვანად კი ძალოვან სტრუქტურებთან ერთად მიტაცებული აქტივის შენარჩუნება იყო საჭირო, რაც თიბისი ბანკის მეშვეობით არაერთხელ განხორციელდა. ქოქოლაძის ელიტ ელექტრონიკსის, საწვავის ქსელი მაგნატის თუ სხვა მაგალითები ყველაზე მკაფიო დასტურია. ხაზარაძე-სააკაშვილის წარმატებული თანამშრომლობა, როგორ ჩანს, იმაზე სიღრმისეულია, ვიდრე ეს აქამდე ჩანდა, რაკიღა ახალშექმნილმა „ლელომაც“ სრულიად მოულოდნელად კიეველი მოქალაქის სატელიტობა არჩია.

 

  1. გიგი უგულავა – თბილისის ყოფილი მერი, რომელმაც რამდენიმე წელი გაატარა ციხეში დადასტურებული დანაშაულებების გამო, თუმცა, ამით მის მიმართ მართლმსაჯულების პრეტენზიები ამოწურული არაა. გიგი უგულავას დანაშაულებრივი ქმედება დადასტურებულია 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შედეგად განვითარებულ პროცესებში, რასაც ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური, ქონებრივი და ბოლოს ფიზიკური განადგურება მოჰყვა შედეგად. უგულავამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გააუქმა მთაწმინდის პარკის იჯარის ხელშეკრულება პატარკაციშვილის კომპანია შპს ლინკსთან და კომპანია აზარალა 33 მილიონზე მეტი ლარით, რაც პარკის რეაბილიტაციაზე 2006–07 წლებში დაიხარჯა. უგულავა მონაწილეობდა რიყის გაყიდვისა და შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უკან გამოსყიდვის საქმეშიც, სადაც 10 მილიონიანი სარგებელი შექმნეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ, რომელიც მთავარი ფიგურა გახლდათ ტელეიმედის მიტაცების საქმეში. გიგი უგულავას ლეგენდარულ სქემას თბილისის განვითარების ფონდის სახსრების წინასაარჩევნოდ გამოყენება წარმოადგენს. ფონდის კუთვნილი 50 მილიონი ლარი პარტიული აქტივის ხელფასებად გაიწერა და გაიფლანგა. 2009–11 წლებში უგულავამ თბილსერვისის კუთვნილი 4 მილიონი ლარი ანალოგიურად გაფლანგა. ამ ცნობილ დანაშაულებთან ერთად უგულავას პასუხისგება კვლავ უწევს ნაკლებად ცნობილ საქმეზე, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და ეხება მის ნათესავზე გაფორმებულ 465 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას მთაწმინდაზე, პრესტიჟულ კორპუსში. გიგი უგულავა ქონების რეალურ მფლობელს წარმოადგენს, რომელიც საკუთარი თანამდებობის გამოყენებით მოიპოვა.

 

  1. ირაკლი ოქრუაშვილი – სააკაშვილის რეჟიმის მიერ დევნილი პირი და მისივე თანამებრძოლი, რომელმაც სამართლის პოვნა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეძლო, დღეს კვლავ ოპოზიციონერთა რიგებშია და სააკაშვილის მოკავშირეა. მის მიმართ მიმდინარე გამოძიებაც ნიკა მელიას მსგავსად 20 ივნისის მოვლენებს ეხება, სადაც იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა პარლამენტში შეჭრის მცდელობასა და ორგანიზებაში“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner