„ნებისმიერი რეფორმა ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პირები თავიანთი კომფორტის ზონიდან გამოგვყავს, რაც ამ წინააღმდეგობას თავისთავად იწვევს. შესაბამისად, ყოველი თავდასხმა მოსალოდნელი იყო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში.
„ყოველი თავდასხმა მოსალოდნელი იყო. ჯანდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელი ამას იაზრებს. საკმაოდ შეგნებით ეკიდება და მუშაობას აგრძელებს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი მიზანია პაციენტზე ორიენტაცია, ბიუჯეტის თანხების რაციონალური და გამჭვირვალე ხარჯვა, რათა უნივერსალურ ჯანდაცვასა და მაქსიმალურ მოცვას მივაღწიოთ. კიდევ ბევრი სამუშოა ჩასატარებელი, დარწმუნებული ვარ, ამას ჯანდაცვის სამინისტრო გაუმკლავდება და ჩვენს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ხარისხიან რეფორმას მივიღებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ