საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 65 წლის ნინა მერაბიშვილი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობდა.
მდგომაროების დამძიმების შემდეგ მედიკოსი ახალციხის კლინიკა ,,იმედში" გადაიყვანეს. მოგვიანებით კი, თბილისში ჰოლანდიურ ჰოსპიტალში.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კორონავირუსის დიაგნოზით 5 ექიმია გარდაცვლილი.