logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ევროპული საქართველოს“ ჩამოშლის პირველი ავტორი გიგა ბოკერია იყო, ამისთვის დიდი მადლობა მას
- +

10 დეკემბერი. 2020. 20:39

 

 

 „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი  ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ ჩამოშლის პირველი ავტორი გიგა ბოკერია იყო. მისი თქმით, ისე გამოვიდა, რომ ბოკერიამ საკუთარი თავი პოლიტიკას თავად ჩამოაშორა.

 

„მან ყველაფერი გააკეთა, რათა მისივე პარტია დაენგრია, რაც ძალიან კარგია. ამაში ხელი შევუწყვეთ და დავეხმარეთ, მაგრამ „ევროპული საქართველოს“ დანგრევისა და ჩამოშლის პირველი ავტორი გიგა ბოკერია იყო, რასაც მისი გუნდის წევრები ხედავენ. გიგა ბოკერიას ამისთვის ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner