logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვისურვებდით, რომ პარლამენტში არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ წარმოდგენილნი
- +

10 დეკემბერი. 2020. 21:10

 

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ მიმართვა იქნება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ეს მიმართვა აუცილებლად დაკმაყოფილდება. წინ კიდევ არის დრო-მიმართვის და არმიმართვის. ჩვენ დასაჩქარებელი არაფერი არ გვაქვს. ველოდებით პარტიების პოზიციებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად წარმოდგენილი იყვნენ ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები. სახეებს გეტყვით-სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და უგულავა არიან ოდიოზური და პათოლოგიური პოლიტიკოსები. ვინც ამ სახეებთან დაკავშირებული და ასოცირებული არ არის არავითარი ფორმით, ისინი არიან ჯანსაღი პოლიტიკოსები და მათი ადგილია პარლამენტში. ვინც ამა თუ იმ ფორმით ასოცირებულია არაჯანსაღ პოლიტიკოსებთან, მათი ადგილი პარლამენტში არ არის. ვისურვებდით, რომ პარლამენტში არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ წარმოდგენილნი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner