„პოლიტიკურმა ძალები, რომლებმაც ამომრჩევლისგან მანდატები მიიღეს, პარლამენტში უნდა შევიდნენ“, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა საგარეო საქმეთა კომიტეტში განაცხადა, სადაც საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს.
მისი თქმით, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, სამართლიანი და ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო.
„დღეს არ არის ემოციების დრო. ამომრჩეველმა გამოხატა თავისი ნება და ახლა დროა მმართველმა პარტიამაც და ოპოზიციამაც დაიკავოს ადგილები პარლამენტში და მუშაობას შეუდგეს. ეს არის ერთადერთი გზა საქართველოში რეფორმების, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის გასატარებლად და კორუფციასთან საბრძოლველად. იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი შევა პარლამენტში, რაც ქართველი ხალხის ინტერესებში შედის. ვთხოვ ქართველ კოლეგებს, ხალხის ინტერესები პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დააყენონ,“-აღნიშნა ევროპარლამენტარმა.