„საკმაოდ დიდი წყვეტის შემდეგ, განახლდება მოლაპარაკების პროცესი, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით.
„სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე ფონია მოლაპარაკების პროცესის წინ, რაც დაკავშირებულია პირველ რიგში, იმ ნაბიჯებთან, რომლებსაც რუსეთის დგამს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მიმართულებით, ვგულისხმობ ბოლო შეხვედრებს და იმ დოკუმენტებს, რომლებიც გააფორმეს. გარდა ამისა, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე ვითრება გვაქვს, მორიგი პროვოკაციები, რაც დაკავშირებულია დაკავებებთან და ზოგადად, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველა ამ საკითხს საქართველოს დელეგაცია დააყენებს. ეს ზოგადი საკითხებია და რა თქმა უნდა, ჩაშლილი იქნება უფრო დეტალურად“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.