„იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები, რომელიც მმართველ და ოპოზიცურ პარტიებს შორის საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს, პროგრესს მოიტანს“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ საბოლოო ჯამში ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, რომელიც დემოკრატიული არჩევნების საფუძველია. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები, რომელიც მმართველ და ოპოზიცურ პარტიებს შორის საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მიმდინარეობს, პროგრესს მოიტანს. ამასთან, მე გამოვხატავ მწუხარებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკებების ისევ მე-5 კვირის შემდგომ ნიშანდობლივი დაყოფაა პარტიებს შორის. მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ იმოქმედონ და შეთანხმებას მიაღწიონ. სულ ცოტა დრო დარჩება იქამდე, როდესაც პარლამენტარები დაიკავებენ თავიანთ ადგილებს და მათ ეს ადგილები უნდა დაიკავონ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობდეს ჯანსაღი, მრავალფეროვანი და პლურალური პარლამენტი“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.