logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო არჩევნებმა ყველაზე დიდი დარტყმა „ევროპულ საქართველოს“ მიაყენა და ჯერ კიდევ აგონიაში არიან
- +

11 დეკემბერი. 2020. 00:07

 

 

 

„ალბათ, ხალხი გვისაყვედურებს, უგულავასა და ბოკერიას პარლამენტში შესვლას ეხვეწებით და ეს ადამიანები დეპუტატები არ არიან, რადგან მანდატები ვერ მოიპოვესო. ბოკერია და უგულავა დეპუტატები ისედაც ვერ ხდებიან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„მიმაჩნია, რომ საპარლამენტო არჩევნებმა ყველაზე დიდი დარტყმა „ევროპულ საქართველოს“ მიაყენა და ჯერ კიდევ აგონიაში არიან, ამ აგონიიდან ჯერ არ გამოსულან და „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ ლიდერთან ერთად აგრესიულები ამიტომ არიან. ზოგიერთ ოპოზიციონერს უნდა დავუჯეროთ, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი განსაკუთრებით მოტივირებული არიან, რომ მოლაპარაკება ჩაიშალოს. ყველა შემთხვევაში, როცა მოლაპარაკება რაღაც კონსენსუსისკენ წავიდა და შეიძლებოდა კომპრომისული ვერსიის განხილვა და ხელმოწერა, ამ შემთხვევაში ახალ დესტრუქციულ წინადადებებს ახმოვანებდნენ, რომ მოლაპარაკება ჩაშლილიყო. როცა მოლაპარაკების ჩაშლაზე ვსაუბრობთ, შეიძლება, პირველი ისრები მათკენ მივმართოთ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner