logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ფუი თქვე ქათამი გვარამიას ნახმარო ქათმებო!
- +

11 დეკემბერი. 2020. 00:22

 

 

„რას ნიშნავს 11-ში არ შევალთ და მერე კი? "ქალწულობა" დიიიდი ხანია დაკარგეთ და ახლა რას ამბობთ 11-ში არა, 15-ში ვიტყვითო?  ვის რაში სჭირდებით საერთოდ? საპროცედურო კომიტეტს? დაახვიეთ აქედან ამ თქვენს "პროცედურებთან" ერთად“, - ამის შესახებ ჟურბნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მისამართით წერს.

 

„მორჩა რა, ისევ და ისევ ვიტყვი - დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი! ხვალ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა. ალეკო ელისაშვილი, ჯუნიორ ვაშაძე, "გირჩი", შალიკო რას გვეპიჟონებით? შედიხართ?  და ყველამ ვიცით, რომ შედიხართ (შერბიხართ!).

რას ნიშნავს 11-ში არ შევალთ და მერე კი? "ქალწულობა" დიიიდი ხანია დაკარგეთ და ახლა რას ამბობთ 11-ში არა, 15-ში ვიტყვითო?   ვის რაში სჭირდებით საერთოდ? საპროცედურო კომიტეტს? დაახვიეთ აქედან ამ თქვენს "პროცედურებთან" ერთად.

ჯუნიორ, თაკომ გაჯობა ყველაფერში. გაჯობა იმიტომ რომ მდაბიო ხარ. ელისაშვილო, სუფთა ბოგანო ხარ იმიტომ, რომ დღეს ბოკერიას აგინებ და გუშინ მაგასთან ერთად ცესკოს ღობეს ქვებს ურტყამდი.   

ყველა ფარნაზონები ხართ! დიახ, ნაცები და ევრონაცები ჩემი მტრები არიან, მაგრამ ისინი ასი თავით მირჩევნია თქვენს ლოკოკინობას. ფუი თქვე ქათამი გვარამიას ნახმარო ქათმებო!  

იმ გია გაბრიჭიძეს რა ვუთხარი, თქვენი დაწერილი კანონებით რომ იცხოვრებს! ყოვლად უინტელექტო თინა ბოკუჩავა მირჩევნია თქვენს ლაყაფს!   პირდაპირ გეუბნებით - დაესწრებით მეათე პარლამენტის პირველ სხდომას, დაესწრებით.

არადა გაასხით აქედან!  28 თებერვალს თქვენი "სამშობლოს და დემოკრატიის ერთგულება' არავის არ სჭირდება“, - წერს გაბრიჭიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner