logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: დარწმუნებული ვარ, გარკვეული პოლიტიკური პარტიები მაინც შემოვლენ და გააგრძელებენ საპარლამენტო მუშაობას
- +

11 დეკემბერი. 2020. 00:28

 

 

„კანონის თვალსაზრისით და სამართლის კუთხით პარლამენტი სრულად უფლებამოსილია ყველა საკითხი განიხილოს და გადაწყვიტოს. ზოგადად, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ყველა პარტიამ, რომლებმაც მიიღეს შესაბამისი ხმები ამ არჩევნების განმავლობაში, ამომრჩევლის მიცემული ხმების რეალიზება მოახდინონ პარლამენტში“, – განუცხადა  „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს.

 

მისი თქმით,  ელჩები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ „ქართული ოცნება“ სანდო და თანმიმდევრული პარტნიორია.

 

„როგორ გაგრძელდება პროცესი ამას ძალიან ბევრი სხვადასხა სცენარი არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიების რაოდენობა მაინც შემოვლენ და გააგრძელებენ საპარლამენტო მუშაობას. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რამეთუ ჩვენ ასეთი პლურალისტური, მრავალპარტიული პარლამენტი არასდროს არ გვყოლია. პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც ოპოზიცია მთელი ამ ხნის განმავლობაში მისდევდა, რომ არჩევნები არის გაყალბებული, ფაქტობრივად უკვე ყველა საფუძველს მოკლებულია. ჩვენი მხრიდან შეთავაზებული ყველა ძალიან მნიშვნელოვანი ქმედება, რომ მომხდარიყო ფაქტობრივად ყველა უბნის გადათვლა, ვიდეოკამერების ნახვა და ასე შემდეგ, მათი მხრიდან ცალსახად იყო უგულებელყოფილი, რადგან საბოლოო ჯამში, მათაც იციან ეს არჩევნები არ გაყალბებულა, ეს არჩევნები იყო სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner