„ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ რა ხდებოდა არჩევნებამდე, რა ხდებოდა არჩევნების პროცესში და რა ხდება დღეს, არჩევნების შემდგომ. ეს ცალსახად არის სურათი და ნათელი დადასტურება, რომ წარმოდგენილი პოლიტიკურ ძალებს მხოლოდ და მხოლოდ სახელწოდებები შემორჩა და რეალურად მთელი ეს სპექტრი გაერთიანებულია „ნაციონალური მოძრაობის“ გნებავთ ქოლგის ან სახელის ქვეშ“ , - ამის შესახებ იურისტმა, თამთა მეგრელიშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„იმდენად, რამდენადაც ვერ ბედავენ, რომ საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ, სააშკარაოზე გამოიტანონ და თამამად თქვან, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ ნაცმოძრაობის ხედვებსა და მიზნებს, რომელიც ცალსახად ანტისახელმწიფოებრივია. რეალურად გამოვიდა, რომ მთლიანობაში ეს არის ძალა, რომლის მიზანია ანტიკონსტიტუცირი და ანტისახელმწიფობრივი ქმედებები“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.