logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, პატარა პარტიები პოლიტიკური ველიდან გაქრნენ
- +

11 დეკემბერი. 2020. 02:05

 

„„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, პატარა პარტიები პოლიტიკური ველიდან გაქრნენ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა

 

„არჩევნებამდე მათ განცხადებებს თუ დააკვირდებით, უფრო მეტად ოპოზიციის კრიტიკა იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“. თუ რიგგარეშე არჩევნები იმავე საარჩევნო სისტემით ჩატარდება, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, ელექტორატს დაკარგავენ და ეს ხმები ავტომატურად წავა „ნაციონალური მოძრაობასთან“. როდესაც პატარა პარტიები ითხოვენ, 2024 წლის საარჩევნო სისტემა და ბარიერი შეიცვალოს, ეს კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე როგორ უნდა გაკეთდეს?! – ვერანაირად. ვინ შეიძლება, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ამ ცვლილებების გარანტი იყოს?! – მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ახლა თვლის, რომ არჩევნები კი არ გაუყალბა ვინმემ, არამედ ხმები წაართვა ვაშაძემ, „გირჩმა“, „ევროპულმა საქართველომ“ და ა.შ. მერე რა რომ, სამი, ოთხი და ხუთი პროცენტი იყო?!“, – განაცხადა ბოჟაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner