logo_geo
eng_logo
გურამ ნიკოლაშვილი: თუ ზოგს მიაჩნია, რომ ალეკო ელისაშვილმა თითქოს, ფული აიღო, მეორე მხარემ არ აიღო ფული, ვინც პარლამენტში არ შედის?!
- +

11 დეკემბერი. 2020. 02:18

 

 

„2019 წლის მოვლენებმა დაადასტურა, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარი ვერ მოხდება, რადგან საამისოდ ხალხში განწყობა არ არსებობს, - განაცხადა „ტვ იმედის“ ეთერში  საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ძალების ნაწილი მაინც მიჰყვება თავის ბელადს, ნაწილი კი ცივილურ განზომილებაში რჩება. კერძოდ, გურამ ნიკოლაშვილის განმარტებით, არსებობს ძალები, რომლებიც ყოველგვარი რაციონალური აზრის საწინააღმდეგოდ მაინც უკავშირდებიან ამ ველს. მისი თქმით, აღნიშნული ვერაფრით ვერ აიხსნება, თუ არა კომპრომატებით, შანტაჟითა და მათ შორის ფულით.

 

„ჩვენ ვნახეთ ნინო ბურჯანაძის აღიარება, რომელმაც თქვა, რომ რა გახდა, ბიძიან ივანიშვილმა ერთი-ორი პარტია იყიდოსო. ანუ, ამასაც ვერ ახერხებსო. გამოდის, აქეთა მხარე ფულს არ იხდის, იქითა მხარე, შეიძლება ამაში იხდიდეს. თუ ზოგს მიაჩნია, რომ ალეკო ელისაშვილმა თითქოს, ფული აიღო, მის პოზიციაზე რომ დაიწყეს სპეკულირება. მეორე მხარემ არ აიღო ფული, ვინც არ შედის?!“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ ამჟამად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი განწირულია. არსებულმა პროცესებმა ასევე გამოაჩინა, რომ სხვა პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან და არა დამოუკიდებელი პარტიები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner