logo_geo
eng_logo
ლევან ბოძაშვილი: რადიკალური ნაბიჯებით ოპოზიცია უკან დასახევ გზას უფრო მეტად ავიწროვებს
- +

11 დეკემბერი. 2020. 02:52

 

„ასეთი რადიკალური ნაბიჯებიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, ისინი უკან დასახევ გზას უფრო მეტად ავიწროვებენ. ეს უკან დასახევი გზა პარლამენტში შესვლაა იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამას გარკვეულწილად მოითხოვს. ეს ალბათობაც არ უნდა გამოვტოვოთ“, – განაცხადა საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების სპეციალისტმა, კონსტიტუციონალისტმა, ლევან ბოძაშვილმა ოპოზიციის მისამართით.

 

კითხვაზე, რამდენად რეალისტურია ოპოზიციის სტრატეგია რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ლევან ბოძაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეს აბსოლუტურად არარეალისტური ამოცანაა.

 

„ამ ყველაფრის პოლიტიკური არსი იმაში მდგომარეობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული პარტიები უმრავლესობას ვერ მოიპოვებდნენ, მაშინვე რევოლუციური სცენარი უნდა განვითარებულიყო და ამის შემდეგ, პროგრამა მაქსიმუმი იყო რიგგარეშე არჩევნები, რომელიც ახლა დგას, მაგრამ აქ პირადად ჩემთვის ყველაზე გაუგებარი ისაა, რომ თუ ერთობა თვლიდა, რომ არჩევნები თავიდან ბოლომდე გაყალბდა და პარლამენტში შესვლა პოლიტიკური და სამართლებრივის გარდა მორალური საკითხია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა შესვლით არ შეიძლება, ლეგიტიმაცია განახორციელონ, საერთოდ ამ მოლაპარაკებებზე რატომ წავიდნენ? აქ მათ ორი გზა ჰქონდათ – ან სახლში ყოფილიყვნენ, ან რუსთაველზე“, – განაცხადა ბოძაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner