logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: NATO-ს წევრ ქვეყნებში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პარტიებს პარლამენტისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ
- +

11 დეკემბერი. 2020. 20:01

 

 

NATO-ს წევრ ქვეყნებში არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც პარტიები პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ medinews-თან.

 

NATO-ს  წევრები თანმიმდევრულად მოუწოდებენ ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის შემცირებისკენ და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ახლა. საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსები რომ დამსხდარიყვნენ და ერთად ემუშავათ ნორმალური დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის ფარგლებში. სიტუაციაში, როდესაც ვინმე პარლამენტის მუშაობის ბოიკოტირებას ახდენს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სწორ ნაბიჯად მიაჩნია ეს და რამდენად დაძაბული შეიძლება იყოს პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული პროცესი შესაბიმის სტრუქტურებში უნდა მიმდინარეობდეს. საქართველოში, ისევე როგორც ჩემს ქვეყანაში, არსებობს პარლამენტი. ნატოს წევრ ქვეყნებში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პარტიებს პარლამენტისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინათ, და, ვფიქრობ, ამან მხოლოდ სარგებელი მოგვიტანა“, - განაცხადა აპატურაიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner