„მიხეილ სააკაშვილი შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომელიც არ დააკმაყოფილებს მას - მისი ორივე პარტია საპარლამენტო სივრციდან და პოლიტიკიდან გაქრება“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
„ბუნებრივია, სააკაშვილი იქნება კამყოფილი, ვინაიდან მისი ერთადერთი ამოცანა არის დესტრუქცია. სააკაშვილი გვარამიასთან და ბოკერიასთან ერთად ყველაფერს აკეთებდა, რომ აეყირავებინა მოლაპარაკებების მაგიდა. ის შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომელიც არ დააკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილს - მისი ორივე პარტია, მისი პირმშოა ორივე - „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ქართული პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება და ეს იქნება ძალიან ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი დემოკრატიული განვითარების“, - განაცხადა კობახიძემ.