„ჩვენ ვუსმენთ პარტნიორებს მაშინ, როდესაც გვაკრიტიკებენ და მაშინ, როდესაც არ გვაკრიტიკებენ და საღი აზრისკენ მოუწოდებენ ოპოზიციას. ამაშია განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და მის ოპონენტებს შორის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ.
„ჩვენი ოპონენტები ევროპარლამენტარების, კონგრესმენებისა და გავლენიანი პოლიტიკოსების აზრს მხოლოდ მაშინ ითვალისწინებენ, როცა ეს მათ პარტიულ მიზნებს, ინტერესებსა და ამოცანებს ემთხვევა. „ქართული ოცნება“ ორივე შემთხვევაში ცდილობს, სტრატეგიული ქვეყნების, ჩვენი პარტნიორების, საქართველოს მეგობრების აზრის გათვალისწინებას“ - აღნიშნა ოდიშარიამ.