ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მააიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის ონლაინშეხვედრა გამართა.
კახაბერ ქემოკლიძემ ელჩს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ასევე, მისი აპარატის მანდატი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე სტრატეგიული პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმას დაეთმო.
მხარეებმა, ასევე, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და უსაფრთხოების საბჭოს აპარატს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.