„ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ სამართლიანი პირობები, მაგრამ დესტრუქციულ ნაწილს, რეალურად არ სურს სამართლიანი თამაშის წესები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„ჩვენ შევთავაზეთ ხმების გადათვლა, საგამოძიებო კომისია, ასევე ვთქვით, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც არჩევნების სისტემურ პრობლემებზე გაგაჩნიათ, გადავამოწმოთ... მათ არ სურთ ეს. მათ უნდათ რომ მოახდინონ საბოტაჟი დემოკრატიის წინააღმდეგ, თავდასხმა არჩევნებზე, მის შედეგებზე, რის საშუალებასაც ჩვენ არ მივცემთ.
ვინც საქართველოს მოქალაქეების სურვილს არ გაითვალისწინებს და ამ ყველაფერს უპასუხებს იგნორირებით, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, რა თქმა უნდა ის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, დარჩება ქუჩაში და ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას ეს ვერ შეაფერხებს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.