„წარმოგიდგენიათ? ყოველი ნაბიჯი არის ტყუილი, ტყუილი და ტყუილი!!! „ნაცები“ ხომ საუბრობენ, რომ დავწერეთ განცხადებები ჩახსნაზეო? ხომ არის ასე? არადა ნაცებს დღეს არ ქონდათ არანაირი განცხადების დაწერის უფლება. არა ნუ, ტყუილს, თამაშს, ფარისევლობას, ხალხის დაბოლებას და ა.შ ვერ ეშვებიან“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.
„იცით რა არის აქ ყველაზე მეტად გასანაწყენებელი? სააკაშილის ბიძა როგორც მოიხსენიებს ქართველებს, ზუსტად ასე ფიქრობს მთელი ,,ენმ" ქართველებზე.
ნაძირლებო, გადამგდებებო და არაადამიანებო.
მიშა რომ დღეში სამჯერ ხსნიდა საავადმყოფოს მაკეტს, იმას ვერ გაცდით და ახლა ჭრით იმ მანდატებს რომელიც არც გაქვთ და იხსნით იმ იმუნიტეტს, რომლის მოხსნის უფლებაც ჯერ არც/ვერც გაქვთ.
მეცოდებით ნაცების მხარდამჭერები, მართლა მეცოდებით, როგორც ცხვარს, ისე გექცევათ თქვენი ბელადი“, - წერს ლატარია.