logo_geo
eng_logo
ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიციური პარტიები ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში 7 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ
- +

11 დეკემბერი. 2020. 21:57

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გამოსცა განკარგულება პარტიების დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ.

 

„2020 წლის 4 დეკემბრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვროს დანართის შესაბამისად“, - აღნიშნულია თამარ ჟვანიას განკარგულებაში.

 

დანართში მითითებული კონკრეტულ თანხები წლის განმავლობაში პარტიებზე ასე გადანაწილდა:

 

  1. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 428,335 ლარი (წელიწადში სულ 5,140,020 ლარი);
  2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 183,302 ლარი (2,199,635 ლარი);
  3. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - 20,000 ლარი (240,000 ლარი);
  4. „პროგრესი და თავისუფლება” - 1,000 ლარი (12,000 ლარი);
  5. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია” - 17,000 ლარი (204,000.00 ლარი);
  6. „ევროპელი დემოკრატები” - 38,333 ლარი (460,000 ლარი);
  7. „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” - 78,327 ლარი (939,925 ლარი);
  8. „კანონი და სამართალი” - 8,703 ლარი (104,436 ლარი);
  9. „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” - 93,700 ლარი (1,124,409 ლარი);
  10. „ლელო საქართველოსთვის” - 66,963 ლარი (803,560 ლარი);
  11. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - 86,926 ლარი (1,043,120 ლარი);
  12. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - 24,142 ლარი (289,710 ლარი).

 

აღსანიშნავია, რომ ცესკოსგან დაფინანსება არ მოუთხოვიათ „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner