თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და „მერსედესის“ ფირმის ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავდა ოთხი მგზავრი. ისინი, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.