logo_geo
eng_logo
კახეთში, კორონავირუსს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა
- +

11 დეკემბერი. 2020. 22:30

 

 

კახეთის რეგიონში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, გარდაიცვალა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელში მცხოვრები 69 წლის კაცი, რომელიც თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობდა.

 

ვირუსით გარდაიცვალა ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის მკვიდრი 58 წლის კაცი, ის მკურნალობას საგარეჯოს „ჯეო გოსპიტალსის“ კლინიკაში გადიოდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 51 წლის ქალის, რომელიც სოფელ ჩუმლაყში ცხოვრობდა.

 

ბოლო რამდენიმე საათში, კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 215 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ჯამში კახეთში კოვიდ-ინფიცირების 6 597 შემთხვევაა აღრიცხული.  გამოჯანმრთელდა 3 220 პირი, გარდიაცვალა 44 მოქალაქე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner