ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყენებს:
„აპოლიტიკური პოსტი
აი იმ თანამშრომლებს მინდა მადლობა ვუთხრა, ყოველ ახალ წელს, ამ სიცივეში, ხეებზე რომ დაძვრებიან და ასე ლამაზად აფორმებენ საახალწლო განათებებს.
წარმოიდგინეთ როგორი შრომაა, სათითაო ტოტს უნდა შემოახვიაო, ნაახალწლევს ფრთხილად უნდა დაახვიო და შეინახო.
დასუფთავების თანამშრომლები ალაგებენ, ჩვენ ვანაგვიანებთ. რომ ჩავივლით, სილამაზე მოგვწონს. თავისით არაფერი ხდება.
ჯერ ადრეა, მაგრამ ყოველ მათგანს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. ყველა ოცნება ასრულებოდეთ!“, - წერს სალუქვაძე და ვიდეოს აქვეყნებს.
https://www.facebook.com/salukvadzeamirani/videos/4006689762727387