„სადღესასწაულო დღეები დასვენებისა და ზეიმის დროა, თუმცა ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო სათანადო ზომებს არ მივიღებთ, დღესასწაული ძალიან სწრაფად გლოვად შეიძლება იქცეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
ის მოქალაქეებს მოუწოდებს, მოახლებული დღესასწაულები ფრთხილად, რეკომედაციების დაცვით აღნიშნონ.
„თუ თქვენ გეგმავთ მოახლოებული დღესასწაულების აღნიშვნას, გთხოვთ, დაგეგმეთ ეს დღეები ძალიან ფრთხილად, განსაკუთრებით, თუ თქვენ ცხოვრობთ მაღალი გავრცელების ზონაში, გთხოვთ, გაითვალისწინეთ ყველა რეგულაცია და რეკომენდაცია. ეს იქნება საუკეთესო საშობაო საჩუქარი, საჩუქარი, რომელიც მოიტანს უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, სიყვარულს და იმედს", - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.