logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებული შეურაცხყოფები და ტროლების მომრავლება მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა ხალხს სწორი ხედვა შესთავაზა
- +

11 დეკემბერი. 2020. 23:25

 

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილის მისამართით პირადმა შეურაცხყოფებმა გაიჟღერა, მის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე კი ტროლების რაოდენობის მომატება შეინიშნებოდა.

 

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება დღეს პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებულ პირად შეურაცხყოფებს და მისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე ტროლების რაოდენობის მომრავლებას, რაც მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner