პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ცდომილება ცესკოს მონაცემებთან შედარებით უმნიშვნელოა და საპარლამენტო მანდატების რაოდენობაზე გავლენას ვერ ახდენს. როგორც თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ოპოზიციამ და მიხეილ სააკაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადონ, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა.
"ვფიქრობ, ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ამ განცხადების შემდეგ მეოთხე პრეზიდენტმა და მთელმა ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში, ვინაიდან თქვენ ახლა წაიკითხეთ ოპოზიციის მთავარი ბრალდება, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, უსაფუძვლოა. დასტურდება ამ განცხადებით, რომ არჩევნების არანაირი გაყალბება არ ყოფილა და მანდატების რაოდენობა არის ზუსტად ისე გადანაწილებული, როგორც ეს ცესკომ თავის შედეგებში აჩვენა,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.