logo_geo
eng_logo
წერეთლის გამზირის N82-ში და დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-14 კორპუსის მიმდებარედ, ფიტნეს ზონები მოეწყო
- +

11 დეკემბერი. 2020. 23:52

 

 

დიდუბის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას განაგრძობს.

წერეთლის გამზირის N82-სა და  დიღმის მასივის  პირველი კვარტლის მე-14 კორპუსის მიმდებარედ ფიტნეს ზონები მოეწყო. კაუჩუკისსაფარიან, გადახურულ  მოედნებზე სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორი განთავსდა, რომლით სარგებლობა მსურველებს წლის ნებისმიერ დროსა თუ კლიმატში  შეუძლიათ.

ფანჩატურში განთავსებულია  usb პორტი და სანათი დღე-ღამის სენსორით, რომლებიც ფანჩატურის სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელებისგან ელექტრო ენერგიით მომარაგდება.

სავარჯიშო ტრენაჟორებზე დაცულია უსაფრთხოების ზომები და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

გამგეობის ბიუჯეტიდან ტრენაჟორების შესაძენად  54 279 ლარი  გამოიყო. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „გეო-გრინი“ შეასრულა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner