logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ეს დაზუსტებული შედეგი ზუსტად მიანიშნებს იმაზე, თუ რატომ არ უნდა რუსულ ნაცოპოზიციას ხმების ხელახალი გადათვლა
- +

11 დეკემბერი. 2020. 23:58

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნას, რომლის მიხედვითაც პარალელური დათვლით, ცდომილება ცესკოს მონაცემებთან შედარებით უმნიშვნელოა და საპარლამენტო მანდატების რაოდენობაზე გავლენას ვერ ახდენს.  

 

„ეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაციონალური მოძრაობის" სიტუაციური მოკავშირეების ნუსხაში შარშან, მარტში ჩემ სამაგიდო კვლევაში შევიყვანე.

თვეების წინ, როცა ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე იყო, ე.წ. Facebook-"კვლევა" მოგვიძღვნეს მე და ბატონ ზაალ ანჯაფარიძეს. ფსევდო-კვლევაში მიანიშნეს, რომ ჩვენ ე.წ. რუსეთუმეები ვართ, რადგან ჩვენი საჯარო ფბ-სტატუსები ზიარდებოდა რომელიღაც ქართულ პრორუსულ Facebook-ჯგუფშიც, რომელიც Facebook-ის ადმინისტრაციამ წაშალა.

გავიდა ხანი, ორგანიზაციამ აღმასრულებელ დირექტორად ელენე ნიჟარაძე აირჩია, რომელსაც პირადად არ ვიცნობ. დაიდო პარალელური დათვლის ობიექტური და დაზუსტებული მაჩვენებელი. თუმცა, ეს NGO სხვა კვლევებით ნამდვილად არ აქებს "ქართულ ოცნებას".

დიდი ალბათობით, რადიკალური ნაცოპოზიციის აგრესიული აქტივისტები ამ ორგანიზაციას და მის თანამსრომლებს დაამუნათებენ და ათას ბინძურ ჭორს შეუთითხნიან.

ეს დაზუსტებული შედეგი ზუსტად მიანიშნებს იმაზე თუ რატომ არ უნდა რუსულ ნაცოპოზიციას ხმების ხელახალი გადათვლა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. ეს მათი არჩევანია, იყვნენ ქუჩაში მხარდამჭერების გარეშე“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner