logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ISFED-ის პარალელური დათვლის დაზუსტებულმა შედეგებმა წერტილი დაუსვა დისკუსიას არჩევნების გაყალბებაზე
- +

12 დეკემბერი. 2020. 00:16

 

 

 „ქართული ოცნების“ წევრი, რატი იონათამიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე და ISFED-ის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგების გამოქვეყნებას ეხმაურება.

 

„დღეს, ერთ მხარეს იყო ISFED-ის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, რომელმაც დაუსვა წერტილი დისკუსიას არჩევნების გაყალბებაზე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობა მე-10 მოწვევის პარლამენტის გახსნაზე, რომელმაც დაასრულა საუბრები პარლამენტის ლეგიტიმურობაზე, ასევე, დასავლელი პარტნიორების შეფასებები, რომ ვინც უარს ამბობს მოლაპარაკებაზე, ის ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში; და მეორე მხარეს - უპასუხისმგებლო და, მათ შორის, უმანდატო ოპოზიციის ხელმოწერა გაურკვეველ პლაკატებზე... და ისევ მოწოდება ბოიკოტსა და დესტრუქციაზე“ - წერს რატი იონათამიშვილი.

 

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები გაავრცელა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დადგენილი სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner