„მადლობას ვუხდით ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ დაინტერესდნენ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ჩაატარეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემების აუდიტი, რომელმაც დაადასტურა, რაზეც რეალურად ვსაუბრობდით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ხმის პარალელური დათვლის და ცესკო-ს მონაცემები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. იქ გარკვეული ხარვეზი იყო, ამას ხარვეზი ვუწოდოთ, რაც აცდენას განაპირობებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სკანდალური ინფორმაციაა. ამასთან დაკავშირებით პარტია ხვალ კონკრეტულ განცხადებას გააკეთებ“, – აღნიშნა კობახიძემ.