"სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხმების პარალელური დათვლის შედეგებით ცდომილება ცესკო-ს მონაცემებთან შედარებით უმნიშვნელოა და საპარლამენტო მანდატების რაოდენობაზე გავლენას ვერ ახდენს.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
„შესაბამისად ოპოზიციის წიკვინს არჩევნების გაყალბებაზე, კიდევ ერთხელ შეუდგა წყალი. აქედან გამომდინარე, უკვე გასაგები ხდება თუ რატომ არ თანხმდებოდა ოპოზიცია ხმების გადათვლას ...
შესაბამისად, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, მისი პოლიტიკური პრეფერენციების მიუხედავად, ნათელი უნდა იყოს თუ რეალურად რა სურს ამ ჩვენი დროის "შულავერის კომიტეტს", - წერს ანჯაფარიძე „ფეისბუქზე“.